ყველაფერი დაიწყო პატარა საწარმოთი, რომელიც მდებარეობდა სტამბულის ერთ-ერთ უბანში - კარტალში. 1942 წელს, 8 კაციანი ჯგუფი მუშაობდა დაუღალავად, რათა ქვეყანა მოემარაგებინა კერამიკის მრავალფეროვანი პროდუქციით მაშინ, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს შუეძლებელი იყო მათი იმპორტი თურქეთში. 

The Dr Nejat Eczacıbaşı-ს კერამიკის საწარმო (ასე ეწოდა მას შემდგომში) იყო ვიტრას წინამორბედი. ომის შემდეგ, ეკონომიკურ აღორძინებას თან ახლდა სამშნებელო ბუმი, რაც ნიშნავდა იმას, რომ გაიზარდა მოთხოვნა კერამიკის სანიტარულ ნაწარმზე, ამ სფეროში კი კარტალის ქარხანა წამყვანი ფიგურა იყო. 

1958 წელს კომპანიამ გახსნა თავისი პირველი თანამედროვე საწარმოო ქარხანა, რომლის ძირითადი მიმართულება გახდა კერამიკის სანიტარული ნაწარმი მას შემდეგ, რაც მარმარილომ დაკარგა პოპულარობა და შემცირდა მასზე მოთხოვნა. 

1966 წლისთვის, “VitrA“ გამოცხადდა როგორც ბრენდის სახელი, რაც არის სიტყვა „Vitrify”-ს შემოკლებული ვარიანტი, რაც ნიშნავს შექმნა რაღაც, მსგავსად შუშის სიმტკიცისა და სიპრიალისა.

1983 წლიდან ვიტრამ დაიწყო საერთაშორისო ბაზრის მოცვა. დღეს, ვიტრა არის სააბაზანოს კომპონენტების სრული სპექტრის წამყვანი გლობალური მიმწოდებელი. 

ვიტრა ყოველწლიურად მილიონობით კერამიკის სანიტარული ნაწარმით ამარაგებს ბაზარს. ბრენდის ნაწარმის ძირითადი ნაწილი იყიდება საზღვარგარეთ მძლავრი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით, რომელიც მოიცავს 150-ზე მეტ შოურუმსა და 2000-ზე მეტ სავაჭრო წერტილს, მსოფლიოს ხუთ კონტიტენტზე, 75-ზე მეტი ქვეყნის ძირითად ქალაქებში.