ბოზიუკი, ბილეჩიკი, თურქეთი


ეზაჩიბაშის სამშენებლო მიმართულება ოპერირებს გლობალურად და ფლობს 15 საწარმოს: 9 მათგანი განლაგებულია გერმანიის, რუსეთისა და საფრანგეთის მასშტაბით, ხოლო 6  - თურქეთში. 5 მილიონი კერამიკის  სანიტარული ნაწარმი, 3 მილიონი შემრევი, 2.5 მილიონი სააბაზანოს აქსესუარი და 20,1 მილიონი კვ.მ ფილა იწარმოება ყოველწლიურად მხოლოდ ბოზიუკის ქარხანაში.  ის დაარსდა 1977 წელს, ხოლო განახლდა და საბოლოო სახე მიეცა 1995 წელს. ეს მეგა კომპლექსი არის მსოფლიოში სანიტარული ნაწარმის ერთ-ერთი წამყვანი ქარხანა თავისი წარმადობით, ტექნოლოგიითა და ხარისხით. 

ბოზიუკის ქარხანა აწარმოებს კედლის, იატაკისა და კერამოგრანიტის ფილებს, ასევე ფილებს საცურაო აუზისთვის და მის შესაბამის კერამიკულ ნაწილებს, აქვე იწარმოება კერამიკული სანტექნიკა, სააბაზანოს აქსესუარები, საშხაპე სისტემები და შემრევებიც.