როგორც გლობალური სამომხმარებლო საქონლის ბაზარზე მთავარი მწარმოებელი, ვიტრა ცნობს თავის პასუხისმგებლობას გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ. ამისათვის მან შეიმუშავა Blue Life სახელმძღვანელოები, რომლებიც მოიცავს როგორც პროდუქციის წარმოების პროცესს, ასევე მის საბოლოო გამოყენებას. ვიტრამ თავის ქარხნებში დიდი ინვესტიცია განახორციელა ტექნოლოგიების განახლებისთვის, რათა საწარმოო ნარჩენების გადამუშავებითა და თბოდანაკარგის შემცირებით, მინიმუმამდე დაეყვანა ბუნებრივი რესურსების მოხმარება. 

ვიტრას პროდუცქია ასევე უზრუნველყოფს წყლისა და ენერგიის ეფექტურად მოხმარებას. ვიტრას მიერ დამზადებული ახალი უნიტაზი, პისუარი ან შემრევი ზოგავს 190 ტონაზე მეტ წყალს წელიწადში და იძლევა ენერგომხმარებისა და ნახშირბადის გამოყოფის მნიშვნელოვნად შემცირების გარანტიას. 

ვიტრა გარანტიას იძლევა, რომ ყოველი მომდევნო პროდუქტი, რომელიც საწარმოო ხაზში ჩაეშვება, უფრო მეტად იქნება ბუნებრივი რესურსების დამზოგველი.


www.vitrabluelife.com