შარმი ჯგუფის სათაო ოფისი, თბილისი, საქართველო


ბრენდ „ვიტრა“-ს 2011 წლიდან საქართველოში წარმოადგენს შპს „ბი ემ სი შარმი“, რომელიც არის „შარმი“ ჯგუფში შემავალი კომპანია. შარმი ჯგუფმა რამდენიმე მიმართულებით განავითარა ბიზნესი, მათ შორის წამყვანი მიმართულებაა დისტრიბუცია და სასაწყობე მეურნეობა. 

„შარმი“ დაარსდა 1998 წელს. იგი ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც მოახერხა საქართველოში თანამედროვე, ევროპული ტიპის კომპანიად ჩამოყალიბება. კომპანიის განვითარებასა და მხარდაჭერაში მთავარი როლი ითამაშეს მონდომებულმა კოლექტივმა და უცხოელი პარტნიორების უდიდესმა მხარდაჭერამ, რისთვისაც კომპანია უდიდეს მადლიერებას გამოხატავს მათ მიმართ. 

ჯგუფის მიზანია, სამომხმარებლო ქსელის მსოფლიოს ბრენდების პროდუქციით მომარაგება, კვალიფიციური დისტრიბუციის განხორციელება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდებას ყველგან, დროულად და ხელმისაწვდომ ფასად. 

პარტნიორთა უდიდესი ნდობისა და წარმატებული საქმიანობის შედეგად, “შარმი” გახდა მსოფილიოს წამყვანი ბრენდების, როგორებიცაა: Unilever, Schwarzkopf&Henkel, Eczacibasi, Tchibo,SCA, Carlsberg, 3M, Friso, Kalina და სხვა, ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოსა და სომხეთში.